ა) იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია; ბ) საფინანსო კომისია;

გ) ეკონომიკური რეფორმების კომისია;

დ) ჯანმრთელობისა და საციალურ საკითხთა კომისია;

ე) განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია.

2. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია იქმნება ამ სფეროში თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.

3. საფინანსო კომისია იქმნება თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.

4. ეკონომიკური რეფორმების კომისია იქმნება ეკონომიკური რეფორმებისა და განვითარების სფეროში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.

5. ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისია იქმნება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სფეროში თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.

6. განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია იქმნება განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სფეროში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.

7. საკრებულოს კომისიის საქმიანობის სფერო, უფლებამოსილება და მუშაობის წესი კანონმდებლობისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად კონკრეტულად განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულ