2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება (მას ხელს აწერს საკრებულოს ყველა ის წევრი, რომელიც ასახელებს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეობის მოცემულ კანდიდატს) წარედგინება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს. სხდომის თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატისაგან ითხოვს თანხმობას. თანხმობის მიღების შემდეგ მიმდინარეობს კენჭისყრა. თუ დასახელდა საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეობის ერთზე მეტი (რამდენიმე) კანდიდატი მათ კენჭი ერთად ეყრება. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტ ხმებს. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, მაშინ ხელახლა ტარდება არჩევნები. ეს პროცესი იმავე ან მომდევნო სხდომაზე გრძელდება მანამ, სანამ არ აირჩევა საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.

3. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს მოხსნას თავისი კანდიდატურა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშ