1. მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი განსაკუთრებული წესები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ რეგლამენტით.
2. მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესი მოიცავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადებას, წარდგენას, განხილვას, დამტკიცებას, დაზუსტებას (კორექტირებას) დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას, ბიუჯეტის შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს.
3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამოუკიდებელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისგან და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტისგან, ასევე, სხვა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისგან.
4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამოუკიდებლობა განპირობებულია, საკუთარი შემოსულობებით და საკუთარ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად გადასახდელების მიმართულებების დამოუკიდებლად განსაზღვრისა და გაწევის უფლებით, აგრეთვე, კანონით დადგენილ ან შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრულ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებით.
5. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო - მერი(ა) პასუხისმგებელია ბიუჯეტის პროექტის მომზადებაზე, წარდგენაზე, დაზუსტებაზე (კორექტირებაზე), ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებაზე.
6. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო უფლებამოსილია ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე, დამტკიცებაზე, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე, ბიუჯეტის შესრულების კონტროლზე (მონიტორინგზე) და ბიუჯეტის შესრულების პერიოდული ანგარიშების შეფასებაზე