1. საკრებულომ პროექტის განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ საკრებულოს შესაბამისი კომისიებისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დასკვნების არსებობისას. კომისიის უარყოფითი დასკვნა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხილვის დაწყებისათვის.

2. თუ სამართლებრივი აქტის პროექტში ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შეტანილი იქნა შესაბამისი სამართლებრივი შენიშვნები, მაშინ საკრებულოს სხდომაზე განსახილველად გაიტანება პროექტის გადამუშავებული (კორექტირებული) ვარიანტი.

3. დღის წესრიგის დამტკიცებისას შეიძლება საკრებულოს სხდომაზე დაისვას საკითხი დღის წესრიგიდან საკითხის ამოღების და მისი შემდგომ სხდომებზე განხილვისათვის გადადების თაობაზე, თუ საკითხი არ არის სათანადოდ მომზადებული ან/და საჭიროა დამატებითი შესწავლა-დამუშავება. დღის წესრიგიდან საკითხი შეიძლება ამოღებულ იქნეს მისი განხილვის გადადების გარეშე სათანადო დასაბუთების შემთხვევაში. დღის წესრიგიდან საკითხის ამოღების შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს საკრებულო სდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლოსობით.

4. ყოველი კონკრეტული პროექტის განხილვის დასრულებისთანავე ეწყობა კენჭისყრა. საკრებულოს სამართლებრივი აქტი მიღებულად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად სხვა წესი არ არის დადგენილი.

5. თუ კენჭისყრის დროს პროექტს მხარი არ დაუჭირა საკრებულოს წევრთა საჭირო რაოდენობამ, მაშინ პროექტი უარყოფითად ითვლება, რაზედაც სხდომის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი და მისი შემდგომი განხილვა ამ სხდომაზე აღარ ხდება.

6. საკრებულოს უფლება აქვს საქართველოს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი, საკრებულოს სხდომაზე განხილვისა და მოწონების შემდეგ საკანონმდებლო წინადადების სახით, შესაბამისი რეგლამენტით დადგენილი წესით განსახილველად წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს ან შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. საკანონმდებლო წინადადება შეიძლება ეხებოდეს ახალი კანონის მიღებას, არსებულ კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას ან მოქმედი კანონის გაუქმებას. ასეთი კანონპროექტი საკრებულოს სხდომაზე მოწონებულად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
თავი IX
მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი განსაკუთრებული წესე