1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის და პრიორიტეტების დოკუმენტი საკრებულოს აპარატის მიერ რეგისტრაციაში ტარდება დაუყოვნებლივ, საკრებულოში შეტანის დღესვე და საჯარო განხილვისთვის პროაქტიულად ქვეყნდება საკრებულოს მიერ დადგენილი წესით (საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით).
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი თანდართული მასალებით დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომი ხდება საკრებულოს აპარატში რეგისტრაციისთანავე.
3. საკრებულოს აპარატში რეგისტრაციის შემდეგ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი წინასწარი განხილვისათვის გადაეცემა საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებს.
4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს აპარატი აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებულია საკრებულოს ის კომისიები და ფრაქციები, რომლებსაც გადაეცათ აღნიშნული პროექტები განსახილველად, კომისიებსა და ფრაქციებში მათი განხილვის ვადები, კომისიების სხდომების გრაფიკი, საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც დაინტერესებული პირების მიერ შეიძლება წარდგენილი იქნეს თავიანთი მოსაზრებები აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით და მოსაზრებების წარდგენის ვადა.
5. დაინტერესებული პირების (საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და მოქალაქეების) მოსაზრებები (შენიშვნები, რეკომენდაციები, წინადადებები) წერილობითი ფორმით, არაუგვიანეს 21 ნოემბრისა, ბარდება საკრებულოს აპარატს, რომელიც ახდენს მათ დაუყოვნებლივ რეგისტრაციას და სისტემატიზაციას დარგობრივი ნიშნის მიხედვით. ზემოთაღნიშნული მოსაზრებები იმავე დღესვე საკრებულოს თავმჯდომარის რეზოლუციით გადაეცემა საკრებულოს შესაბამის დარგობრივ კომისიებს.
6. საკრებულოს დარგობრივი კომისიებისა და საკრებულოს ფრაქციების მიერ მომზადებული დასკვნები (შენიშვნები, რეკომენდაციები და წინადადებები) და დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებთან დაკავშირებით შესაბამისი დარგობრივი კომისიების რეკომენდაციები ბარდება საკრებულოს აპარატს, რომელიც ახდენს მათ დაუყოვნებლივ რეგისტრაციას და საკრებულოს თავმჯდომარის რეზოლუციით იმავე დღესვე, არაუგვიანეს 23 ნოემბრისა, წარუდგენს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიას.
7. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია ატარებს კომისიის გაფართოებულ (ან კომისიათა გაეთიანებულ სხდომას) არაუგვიანეს 24 ნოემბრისა. სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით ესწრება საკრებულოს სხვა კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები. სხდომას შესაძლებელია ესწრებოდეს აგრეთვე საკრებულოს სხვა წევრები და საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მერიის თანამდებობის პირები. სხდომაზე განიხილება ფრაქციებისა და სხვა დარგობრივი კომისიების დასკვნები, ასევე საკრებულოს წევრებისა და დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ შენიშვნებთან და წინადადებებთან დაკავშირებით შესაბამისი დარგობრივი კომისიების რეკომენდაციები. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია თავის გაფართოებულ სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე ღებულობს შემაჯამებელ დასკვნას პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით კენჭისყრა შეიძლება მოეწყოს თითოეულ შენიშვნაზე ცალ-ცალკე ან შემუშავებული იქნეს კომისიის შემაჯამებელი დასკვნის ტექსტი, რომელსაც შესაძლებელია ერთიანად ეყაროს კენჭი. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის შემაჯამებელი დასკვნა წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, არაუგვინეს 25 ნოემბრისა.
8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის მიმართ შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის შემაჯამებელი დასკვნის საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარე, ბიუჯეტის პროექტის შესახებ შემაჯამებელ დასკვნას, მასში დაფიქსირებული ყველა შენიშვნით, რეკომენდაციით და წინადადებით, ბიუჯეტის პროექტთან ერთად უბრუნებს მერს არაუგვიანეს 25 ნოემბრისა.
9. მერი ვალდებულია საფინანსო სამსახურთან, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის, საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან და შენიშვნების ავტორებთან ერთად განიხილოს ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი, შენიშვნებზე დასკვნასთან ერთად (რომელშიც აღინიშნება თითოეული შენიშვნა და ამ შენიშვნის მიღების ან უარყოფის დასაბუთება), არაუგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგინოს საკრებულოს.
10. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნა და ბიუჯეტის პროექტის შესწორებულ ვარიანტი შესწორების შემთხვევაში), ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ქვეყდება საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაშ