1. საკრებულოში  წარმოდგენილი საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი გადის შემდეგ პროცედურებს:

ა) სამართლებრივი აქტის პროექტი ჰბარდება საკრებულოს აპარატს;

ბ) საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილი სამართლებრივი აქტის პროექტს და გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე გასატანად;

გ) საკრებულოს ბიუროს სხდომა იღებს გადაწყვეტილებას პროექტის განხილვის შესახებ, განსაზღვრავს კომისიებში პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის ვადებს;

დ) საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილების შემდეგ საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს პროექტის მიწოდებას საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებისათვის.

2. საკრებულოსათვის წარდგენილი პროექტი საკრებულოს ბიუროს სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გადაეცემა საკრებულოს შესაბამის კომისიებს დარგობრივად.

3. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვამდე პროექტი განიხილება შესაბამისი კომისიების მიერ ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

4. საკრებულოს კომისიები პროექტს განიხილავს შემდეგი თვალსაზრისით:

ა) შეესაბამება თუ არა, ან/და ხომ არ ეწინააღმდეგება პროექტის შინაარსი ან მისი ცალკეული დებულებები უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებს;

ბ) არის თუ არა პროექტის მიღება საკრებულოს კომპეტენცია;

გ) არის თუ არა პროექტი წარმოდგენილი კანონმდებლობით ან/და ამ რეგლამენტით დადგენილი წესის დაცვით;

დ) არის თუ არა პროექტი წარმოდგენილი უფლებამოსილი პირის მიერ;

ე) არის თუ არა პროექტში მითითებული საკრებულოს გასაუქმებელი აქტების ამომწურავი ჩამონათვალი;

ვ) პროექტს ერთვის თუ არა კანონმდებლობითა ან/და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის პროექტები საკრებულოს სხვა სამართლებრივ აქტებში იმ ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე, რომელსაც იწვევს წარდგენილი პროექტის მიღება;

ზ) რედაქციულად გამართული და სამართლებრივად მიზანშეწონილია თუ არა პროექტში მითითებული ცალკეული დებულებებ