1. საკრებულოს სხდომის ოქმს საკრებულოს
სხდომაზე ადგენს საკრებულოს აპარატის შესაბამისი თანამშრომელი.

2. სხდომის ოქმში შეიტანება:

ა) საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილი, რიცხვი, თვე და წელი;

ბ) ოქმის რიგითი ნომერი;

გ) საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა რაოდენობა;

ე) სხდომის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა (სახელი, გვარი);

ვ) სხდომის დღის წესრიგი მომხსენებელთა ვინაობის მითითებით;

ზ) სხდომაზე გამომსვლელთა სია;

თ) საკითხები, რომლებიც დაისვა კენჭისყრაზე;

ი) კენჭისყრის შედეგები;

კ) მიღებული გადაწყვეტილებები.

3. საკრებულოს სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი საკრებულოს აპარატის შესაბამისი თანამშრომელი.

4. საკრებულოს სხდომის ოქმი ინახება საკრებულოს აპარატში.

5. საკრებულოს სხდომის ოქმს თან უნდა დაერთოს;

ა) სხდომაზე მონაწილე საკრებულოს წევრთა სატაბელო რეგისტრაციის ფურცელი;

ბ) სხდომაზე განხილული პროექტების ორიგინალები და სხვა თანდართული დოკუმენტები.

თავი VIII

საკრებულოს

მიერ

სამართლებრივი

აქტების

მიღების

წე