1. კენჭისყრის სახეებია: ფარული და ღია. საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრა, როგორც წესი, ღიაა.  საკითხს კენჭისყრაზე აყენებს სხდომის თავმჯდომარე.

2. საკრებულოს დადგენილების პროექტს კენჭი ეყრება მთლიანობაში, თუ პროექტის მიმართ შენიშვნები არ იქნა გამოთქმულ,ი ასევე კენჭისყრა შეიძლება თითოეული მუხლის, საჭიროების შემთხვევაში პუნქტის (ქვეპუნქტის) მიხედვით. თუ პროექტი არ იქნა მიღებული, იგი იხსნება დღის წესრიგიდან.

3. საკრებულოს წევრი კენჭისყრის დროს თავის ნებას გამოხატავს ერთ-ერთი შემდეგი ფორმით: „მომხრე“, „წინააღმდეგი“.

4. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს ერთი და იგივე საკითხის (პროექტის) განხილვისას დააფიქსიროს თავისი პოზიცია როგორც „მომხრე”, ისე „წინააღმდეგი”. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს წევრის ორივე პოზიციიდან ხელის ან მანდატის აწევით მიცემული ხმა ბათილია და არ გაითვალისწინება კენჭისყრის შედეგებშ