1. სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდოს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარემ.
2. სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდონ, თუ იგი:
ა) სიტყვით გამოდის სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე;
ბ) იყენებს შეურაცხმყოფელ გამოთქმებს;
გ) მისი გამოსვლა შეიცავს ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი და სხვა ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციული სახის მოწოდებებს;
დ) სარგებლობს მობილური ტელეფონით, საუბრობს ხმამაღლა, ემოციურად გამოხატავს თავის უკმაყოფილებას ან კმაყოფილებას, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობა