1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია საკრებულოს აპარატი, რომლის ფუნქციები და მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და საკრებულოს აპარატის დებულებით.
2. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფის მიზნით საკრებულოს აპარატი:
ა) უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის და სხდომაზე განსახილველი საკითხების პროექტების და სხვა საჭირო ინფორმაციის მომზადებას, გამრავლებას და საკრებულოს წევრებისათვის მის მიწოდებას;
ბ) უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიებისა და ბიუროს წევრთა გაფრთხილებას კომისიებისა და ბიუროს ჩატარების თაობაზე;
გ) უზრუნველყოფს საკრებულოს წევრთა გაფრთხილებას საკრებულოს სხდომის ჩატარების თაობაზე;
დ) უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას.
3. საკრებულოს აპარატის ფუნქციაა საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, საკრებულოს წევრების, კომისიების, ფრაქციების საქმიანობის ორგანიზაციული, იურიდიული, დოკუმენტური, საინფორმაციო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
4. საკრებულოს აპარატს ხელმძღვანელობს საკრებულოს აპარატის უფროსი. საკრებულოს აპარატის უფროსს და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
5. საკრებულოს აპარატის უფროსისა და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეების უფლებამოვალეობები განისაზღვრება კანონმდებლობითა და საკრებულოს აპარატის დებულებით.
6. საკრებულოს აპარატის დებულებას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულო, საკრებულოს აპარატის უფროსის წარდგინები