1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გადადგეს თანამდებობიდან. აღნიშნულ ფაქტს საკრებულო ცნობად იღებს უახლოეს სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით და შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გადამდგარად ითვლება გადადგომის თაობაზე წერილობითი განცხადების საკრებულოსათვის დადგენილი წესით ჩაბარების დღიდან.
თავი VII
საკრებულოს სხდომები და კენჭისყრის წე