1. თუ დავის მონაწილე ნებისმიერი მხარე არ დანიშნავს არბიტრს მოპასუხე მხარის მიერ არბიტრაჟის შესახებ შეტყობინების მიღების თარიღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში, მეორე მხარეს შეუძლია ინფორმაცია მიაწოდოს გაეროს გენერალურ მდივანს, რომელიც განახორციელებს დანიშვნას შემდგომი 2 (ორი) თვის განმავლობაში.

2. თუ მეორე არბიტრის დანიშვნის თარიღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში არბიტრაჟის ტრიბუნალის პრეზიდენტი არ დაინიშნება, გაეროს გენერალური მდივანი, მხარის მოთხოვნით, დანიშნავს პრეზიდენტს შემდგომი 2 (ორი) თვის განმავლობაში.