თუკი 65-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვერ იქნა მიღწეული რაიმე გადაწყვეტილება 12 თვის განმავლობაში უარის თქმის შემცველი შეპასუხების მიღების დღიდან, გამოყენებული უნდა იქნას შემდეგი პროცედურები:
a) 53-ე ან 64-ე მუხლების გამოყენების ან განმარტების თაობაზე დავის მონაწილე ნებისმიერ მხარეს შეუძლია, წერილობითი ფორმით დავა გადასაწყვეტად გადასცეს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების მიზნით, თუკი მხარეები ვერ შეთანხმდებიან, რომ დავა გადასცენ განსახილველად არბიტრაჟს.
b) წინამდებარე კონვენციის V ნაწილის სხვა ნებისმიერი მუხლის გამოყენებას ან განმარტებასთან დაკავშირებული დავის მონაწილე ნებისმიერ მხარეს შეუძლია წამოიწყოს პროცედურა, რომელიც მოცემულია ან კონვენციის დანართში, აღნიშნულის თაობაზე გაეროს გენერალური მდივნისათვის მიმართვის გზი