1. არ შეიძლება დაყრდნობა იმ ძირეულ ცვლილებაზე, რომლებიც მოხდა ხელშეკრულების დადებისას არსებულ გარემოებათა მიმართ და რომლებიც არ იყო გათვალისწინებული მხარეთა მიერ, როგორც ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

a) ასეთ გარემოებათა არსებობა არსებით საფუძველს უქმნიდა მხარეთა თანხმობას მათთვის ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე; და

b) გარემოებათა შეცვლის შედეგები ძირეულად ცვლის იმ ვალდებულებათა მოქმედების სფეროს, რომელიც ჯერ კიდევ ექვემდებარება შესრულებას ხელშეკრულების შესაბამისად.

2. მდგომარეობის ძირეულ შეცვლაზე, როგორც ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან მისგან გამოსვლის საფუძველზე მითითება არ დაიშვება:

a) თუკი ხელშეკრულება ადგენს ასეთ ზღვარს; ან

b) თუკი მდგომარეობის ასეთი ძირეული ცვლილება, რომელზეც უთითებს ხელშეკრულების მხარე, არის ამ მხარის მიერ ამ ხელშეკრულების ნებისმიერი სხვა მხარის წინაშე ნაკისრი ვალდებულების ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა დარღვევის შედეგი.

3. თუ წინამდებარე პუნქტების შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს მითითება მდგომარეობის ძირეულ ცვილლებაზე, როგორც მის მიერ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან მისგან გამოსვლის საფუძველზე, მაშინ მას უფლება აქვს ასევე მიუთითოს ამ ცვლილებაზე, როგორც ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების საფუძველზ