1. სერიული ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაციის შემთხვევაში, როდესაც იცვლება საიდენტიფიკაცო ბარათში მოცემული აწერითი ელემენტები, საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელი ახორციელებს მოდიფიცირებული ზსხ-ის მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის და ფრენისუნარიანობის შემოწმებას და აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, ახალი საიდენტიფიკაციო ბარათის გაცემის მიზნით განცხადებით მიმართავს სააგენტოს ამ წესის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, რის საფუძველზეც სააგენტო გასცემს ახალ საიდენტიფიკაციო ბარათს.
შენიშვნა: საინდენტიფიკაციო ბარათის მფლობელი საჭიროების შემთხვევაში განცხადებას დაურთავს მხოლოდ ზსხ-ს შეცვლილ აღწერით ელემენტებს, მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციის იმ ნაწილს, რომელიც ადასტურებს მოდიფიკაციის შედეგად ზსხ-ს შესაბამისობას მოქმედ ტექნიკურ პირობებთან და განახლებულ აწონვის ბარათს.
2. საინდენტიფიკაციო ბარათის მფლობელი ვალდებულია აღრიცხვის ბარათის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ახალი საიდენტიფიკაციო ბარათი, მოდიფიკაციის განხორციელების ინსტრუქცია და საჭიროების შემთხვევაში განახლებული ექსპლუატაციის და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელ