1. ზსხ ხასიათდება:

ა) შემუშავების მარტივი პრინციპით;

ბ) ზოგადი გამძლეობის დემონსტრირებით;

გ) გამორთული ძრავით, მინდორში უსაფრთხო დაფრენის განხორციელებისთვის საკმარისი შესაძლებლობით;

დ) მართვის სიმარტივით, რომელიც არ მოითხოვს ზსხ-ის პილოტის განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს;

ე) საფრენოსნო შესაძლებლობების შეზღუდული დიაგრამით;

ვ) მარტივი ტექნიკური მომსახურებით. ზსხ-ის ყველა შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი და ვიზუალურად შესამჩნევი.

2. ზსხ-ის მწარმოებელმა, რომლიც ზსხ-ზე განათავსებს ისეთ მოწყობილობას, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის 1-ელ პუნქტში აღნიშნულ მახასიათებლებს, ამის შესახებ გარკვევით უნდა მიუთითოს ზსხ-ს ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს საწყის გვერდზე.

3. ზსხ-ის შემუშავებისას შეძლებისდაგვარად პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ისეთ მარტივ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უკვე გამოცდილია ექსპლუატაციაში.

4. ზსხ-ის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სტრუქტურის შემადგენელი კომპონენტების ადვილად შემოწმების შესაძლებლობა მარტივი დაშლის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ, დათვალიერების ლიუკების მარტივად მოხსნის მეშვეობით. ქსოვილის გამოყენების შემთხვევაში კონტროლის ზონები იმგვარად უნდა იქნეს შემუშავებული, რომ შესაძლებელი იყოს დროთა განმავლობაში სიმტკიცის დაკარგვის შეფასების განხორციელება.

5. ზსხ-ის შემადგენელი კრიტიკული კომპონენტების საჭირო გამძლეობა (რომელთა რღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მართვის კონტროლის დაკარგვა) უნდა დადასტურდეს უსაფრთხოების მაღალი (გაზრდილი) კოეფიციენტებით ან ცდების განხორციელების შედეგად, ან უსაფრთხოების სხვა ელემენტების გამოყენებით (მაგ.: უსაფრთხოების ბაგირის გამოყენება სტრუქტურულ კომპონენტში).

6. ისეთი კონსტრუქციის მქონე ზსხ-ის მიმართ, რომლის შემუშავებისას გამოყენებულია ახალი, არასტანდარტული ან ზსხ-ის შემუშავების ზოგადი მახასიათებლების შეუსაბამო მეთოდები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილია განსაზღვროს აღნიშნული ზსხ-ის შემუშავების სპეციალური ტექნიკური პირობებ