1. შესაბამისობის დემონსტრირების პროგრამა უზრუნველყოფს ზსხ-ის შესაბამისობის დემონსტრირებას სააგენტოს მიერ დადგენილ ფრენისუნარიანობის პირობებთან.
2. შესაბამისობის დემონსტრირების პროგრამა მოიცავს ზსხ-ის ფრენისუნარიანობის დემონსტრირებას ზსხ-ს მიზნობრივი ექსპლუატაციის ყველა ტიპისთვის.
3. შესაბამისობის დემონსტრირების კომპონენტები გაერთიანებულია „შესაბამისობის დემონსტრირების პროგრამაში“, რომელიც თითოეული მოთხოვნისთვის მოიცავს განმცხადებლის მიერ შერჩეულ შესაბამისობის დემონსტრირების საშუალებებს და მიიღება გამოთვლების დოკუმენტაციის და, ასევე სახმელეთო და საფრენოსნო ცდების შედეგების ჩანაწერების გაერთიანებით, ამ წესის მე-13 და მე-14 მუხლების შესაბამისად.
4. ზსხ-ის მწარმოებელმა უნდა განახორციელოს განსაზღვრული ცდები და მოახდინოს შედეგების დოკუმენტირება ანგარიშში, რომელიც სხვა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ცდების ჩატარების ადგილთან, თარიღთან და ასევე, იმ პირობებთან დაკავშირებით, რომლებსაც შესაძლოა მოეხდინა ზეგავლენა ცდების განხორციელების შედეგად მიღებულ შედეგებზე.
5. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებელი ახორციელებს ზსხ-ის მოდიფიკაციას, რომელიც უკვე შეესაბამება მოქმედ წესებს და რომლისთვისაც მას განხორციელებული აქვს შესაბამისობის დემონსტრირება მოქმედ ტექნიკურ პირობებთან დადგენილი პროგრამის მიხედვით, იგი უფლებამოსილია დამატებით განახორციელოს შესაბამისობის დემონსტრირება მხოლოდ განხორციელებული მოდიფიკაციისთვი