1. საფრენოსნო ცდების შედეგად ზსხ-ზე უნდა განხორციელდეს შემდეგის დემონსტრირება:
ა) შესაფერისი გრძივი და განივი მდგრადობა ფრენის და გაწონასწორების ყველა შესაბამის პირობებში, იმ კონკრეტული საექსპლუატაციო გარემოს გათვალისწინებით, რომლისთვისაც შემუშავებულია ზსხ. კერძოდ, თვითმფრინავის და მოტოდელტაპლანის შემთხვევაში გრძივი სტატიკური მდგრადობის დემონსტრირება უნდა განხორციელდეს თავისუფალი საჭის პირობებში, სტაბილური ჰორიზონტალური ფრენისას, რა დროსაც ზსხ უბრუნდება სიჩქარის იმ დიაპაზონს, რომელიც მას ჰქონდა საჭეზე ზემოქმედებამდე („Push“ ან „Pull“);
ბ) დემონსტრირებულ მაქსიმალურ სიჩქარემდე მზარდი რხევების არარსებობა (VDF);
გ) შესაძლებელი უნდა იყოს, 45° სტაბილიზებული დაფერდების შემდეგ, საპირისპირო მიმართულებით 45° სტაბილიზებული დაფერდების განხორციელება 5 წამზე ნაკლებ დროში, იმ სიჩქარით, რომელიც ტოლია იმ მინიმალური სიჩქარის 120%-ის, რომლითაც შესაძლებელია ჰორიზონტალური ფრენის შენარჩუნება;
დ) ზსხ-ისთვის ქარის ნაკადების მაქსიმალური სიჩქარე შესაძლებელია იყოს ტურბულენტურ ჰაერის ნაკადში მანევრირების სიჩქარის (VA) მაქსიმალური მნიშვნელობის ტოლი.
2. მე-2 კლასის ზსხ-ის შემთხვევაში, რომლის ფრთის დატვირთვა მაქსიმალურ მასას აღემატება 30 კგ/მ² ან მე-4 კლასის ზსხ-ის შემთხვევაში, საფრენოსნო მახასიათებლების და ფრენის ხარისხის მოთხოვნები მოცემულია სააგენტოს ფრენისუნარიანობის სპეციალურ ტექნიკურ პირობებშ