1. 1-ელი და მე-2 კლასის ზსხ-ების ზღვრული დატვირთვებია +4 g და -2 g, ხოლო მე-3 და მე-4 კლასის ზსხ-ებისთვის +3,5 g. ამ სიდიდეებზე ფრენის მართვის მექანიზმები უნდა მოძრაობდეს თავისუფლად და ზსხ-ის სტრუქტურამ ზღვრული დატვირთვების ზემოქმედების შემდეგ არ უნდა განიცადოს მუდმივი დეფორმაციები.

2. გადაჭარბებული დატვირთვები გამოითვლება ზღვრული დატვირთვების უსაფრთხოების ზოგად მინიმალურ კოეფიციენტზე (ტოლია 1,5-ის) გამრავლებით (შესაძლებელია უფრო მაღალი კოეფიციენტის გამოყენება, ზსხ-ზე გამოყენებული მასალების მიხედვით). ამ სიდიდეებზე სტრუქტურა არ უნდა დაირღვეს (გატყდეს), მაგრამ დატვირთვის შემდეგ შესაძლოა განიცადოს დეფორმაციები. სტრუქტურამ უნდა გაუძლოს გადაჭარბებულ დატვირთვებს არანაკლებ სამი წამის განმავლობაში.

3. გამოთვლების დოკუმენტაციაში უნდა იქნეს გათვალისწინებული ზსხ-ის ექსპლუატაციის ყველა შესაძლო შემთხვევ