1. გამოყენებული მასალა უნდა აკმაყოფილებდეს მრღვევი ძაბვის ზღვრის მნიშვნელობას, რომელიც მეტია ან ტოლია დენადობის ზღვრის მნიშვნელობისა და უსაფრთხოების კოეფიციენტის 1,5-ის ნამრავლის, რაც მოცემულია გამოთვლების დოკუმენტაციაში და განსაზღვრულია მწარმოებლის მიერ.

2. შემდეგი კომპონენტების შემთხვევაში უსაფრთხოების კოეფიციენტი 1,5 მრავლდება 2-ზე (უსაფრთხოების კოეფიციენტი არანაკლებ – 3, რომელიც გამოიყენება ზღვრული დატვირთვების მიმართ):

ა) სხმული ნაკეთობები;

ბ) ნაწილები, რომლებიც ხშირად იხსნება;

გ) სტრუქტურის ან ფრენის მართვის მექანიზმის შემადგენელი ბაგირები, ფრენის მართვის მექანიზმის შემადგენელი ელემენტები;

დ) ნაწილები, რომლებიც განიცდიან დაღლილობის მნიშვნელოვან ზემოქმედებას.

3. კომპოზიციური მასალებისგან დამზადებული დეტალების შემთხვევაში, უსაფრთხოების კოეფიციენტი შეიძლება შემცირდეს 2-მდე, თუ დამადასტურებელი ცდები, მასალების ხარისხი, წარმოების პირობები და წარმოების ხარისხის კონტროლი უზრუნველყოფილია მწარმოებლის მიე