1. ამ მუხლით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე ზსხ-ების მიმართ მოქმედებს სააგენტოს მიერ დადგენილი ფრენისუნარიანობის სპეციალური პირობები.
2. მე-2 კლასის ზსხ-ის მიმართ, რომლის ფრთის დატვირთვა მაქსიმალურ ასაფრენ მასაზე აღემატება 30 კგ/მ², სპეციალური პირობები განისაზღვრება შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთის საფუძველზე:
ა) ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ მიღებული ტექნიკური სტანდარტის „CS-VLA Very Light Aeroplanes“ B (ფრენა) და C (სტრუქტურა) თავის მიხედვით;
ბ) საქართველოს ან ჩიკაგოს კონვენციის წევრი სხვა სახელმწიფოს საფრენად ვარგისობის სერტიფიცირების მოთხოვნების მიხედვით, რომლებიც წარმოადგენდა ან წარმოადგენს მსუბუქი თვითმფრინავის სერტიფიცირების საფუძველს;
გ) განმცხადებლის მიერ შეთავაზებული სპეციალური პირობების მიხედვით, რომლებიც მისაღებია სააგენტოსთვის.
3. მე-4 კლასის ზსხ-ის შემთხვევაში, სპეციალური პირობები განისაზღვრება შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთის საფუძველზე:
ა) ზემსუბუქი შვეულმფრენის ფრენისუნარიანობის სპეციფიკური პირობების მიხედვით;
ბ) საქართველოს ან ჩიკაგოს კონვენციის წევრი სხვა სახელმწიფოს საფრენად ვარგისობის სერტიფიცირების მოთხოვნების მიხედვით, რომლებიც წარმოადგენდა ან წარმოადგენს მსუბუქი შვეულმფრენების სერტიფიცირების საფუძველს;
გ) განმცხადებლის მიერ შეთავაზებული სპეციალური პირობების მიხედვით, რომლებიც მისაღებია სააგენტოსთვის.
4. ზსხ-ის 1A და 2A ქვეკლასების შემთხვევაში, შესაბამისობის დემონსტრირების მიზნით შესაძლებელია გამოყენებული იყოს სააგენტოსთვის მისაღები უსაფრთხოების სხვა ტექნიკური სტანდარტების მიხედვით ჩატარებული ცდებ