1. ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო მოიცავს ინფორმაციას ზსხ-ს შემადგენელ შემდეგ ელემენტებთან დაკავშირებით:
ა) ფრთა ან მზიდი ხრახნ(ებ)ი;
ბ) სტრუქტურა;
გ) ძრავა და საჭიროებისას, საჰაერო ხრახნი;
დ) მე-4 კლასის ზსხ-ის შემთხვევაში ქურო, რედუქტორული და გადაცემის სისტემები.
2. ზსხ-ის ტექნიკური მომსახურება ძირითადად დამოკიდებულია ზსხ-ის ექსპლუატაციის (ექსპლუატაციის გარემო და სახეობა) და შენახვის პირობებზე. სახელმძღვანელო უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებით, საშუალო სირთულის საექსპლუატაციო პირობებში და ასევე გამაფრთხილებელ ინფორმაციას ექსპლუატანტისთვის, რთულ საექსპლუატაციო პირობებში ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებით.
3. ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო უნდა მოიცავდეს:
ა) სხვადასხვა სახის ზოგად რეკომენდაციებს ზსხ-ის ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებით;
ბ) ტექნიკური მომსახურების მარტივ პერიოდულ სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოები უნდა იქნეს დაჯგუფებული 25 საათი ფრენის ან 3 თვის საფრენოსნო ექსპლუატაციის პერიოდის შემდგომ ჩასატარებლად, იმისდა მიხედვით, თუ რომელი დადგება პირველი;
გ) მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩამონათვალს, რომელიც უნდა განხორციელდეს სახელმძღვანელოში მწარმოებლის მიერ მითითებული ინფორმაციის შესაბამისად;
დ) მნიშნველოვანი ტექნიკური მომსახურების სამუშაოებს, რომლებიც საჭიროებენ საფუძვლიან შემოწმებას, როგორიცაა ყოველწლიური ინსპექტირება. საჭიროების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს ყველა პარამეტრის შემოწმება ინსპექტირებიდან პირველი 10 საათის შემდეგ.
ე) საჭირო შემოწმებებს, რომელიც უნდა განხორციელდეს შენახვის პერიოდის დასრულების შემდეგ, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ზსხ ზამთრის პერიოდში არ გამოიყენებოდა.
4. ტექნიკური მომსახურების ჩატარება დოკუმენტალურად უნდა აღირიცხოს ცხრილის ფორმით, რომელშიც შეიტანება ინსპექტირების სახეობა, ინსპექტირების მოქმედების ვადა, აღრიცხვის ბარათის მფლობელის ხელმოწერა და ინსპექტირების თარიღი. ყოველი შემოწმებისას ინსპექტირების შინაარსი შესაძლოა დაჯგუფდეს კონკრეტულ თავში. სახელმძღვანელოში მოცემული დამატებითი ბარათები შესაძლოა მოიცავდეს ინფორმაციას ექსპლუატანტისთვის ზსხ-ზე ნებისმიერი შესაძლო უწესივრობის გამოვლენის მიზნით და, ასევე, მათი გადაჭრისთვის საჭირო ღონისძიებებთან და სავალდებულოდ შესაცვლელ ნაწილებთან დაკავშირებით.
5. ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო უნდა მოიცავდეს ზსხ-ის შემადგენელი ელემენტების შეფასების და შემოწმების კრიტერიუმებს (შემოწმების საშუალებები არ უნდა იყოს ძვირადღირებული და უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი ექსპლუატანტებისთვის), ნაწილების და შემადგენელი კომპონენტების დასაშვებ ცდომილებებს და მათი სავალდებულო შეცლის კრიტერიუმებს, ნახაზებს ან სქემებს სხვადასხვა ნაწილების მონტაჟის და დემონტაჟის ჩვენების მიზნით, რომელთა მონტაჟი და დემონტაჟიც ზოგადად შესაძლებელია, ასევე მონტაჟისას გასათვალისწინებელ სიფრთხილის ზომებს (მოჭერის ძალის მომენტს, შესაცვლელ მაერთებელ კვანძებს და ა.შ.). აღნიშნული ნახაზები, თუ შესაძლებელია, უნდა მოიცავდეს მითითებებს ნაწილებზე და მათ რაოდენობას.
6. ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო დასაშვებია მოიცავდეს ინფორმაციას ზსხ-ის ცალკეულ ელემენტებთან დაკავშირებით, რომელიც შემუშავებულია აღნიშნული ელემენტების მწარმოებლების მიე