1. სერიული ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის გაცემის მოთხოვნით განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

ა) სერიული ზსხ-ს საიდენტიფიკაციო ბარათის მოთხოვნის განაცხადი;

ბ) ზსხ-ის აღწერილითი ელემენტები;

გ) მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაცია;

დ) საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო;

ე) ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო;

ვ) აწონვის ბარათი;

ზ) მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაცია.

2. საიდენტიფიკაციო ბარათი გაიცემა საიდენტიფიკაციო ზსხ-ზე და მისი მოქმედება ვრცელდება არსებითად იგივე მახასიათებლების მქონე სერიის ყველა ერთეულ ზსხ-ზე.

3. სააგენტო გასცემს საიდენტიფიკაციო ბარათის იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მოთხოვნები დაცულია და განმცხადებელი ადასტურებს,  რომ ზსხ შეესაბამება აღწერით ელემენტებში მოცემულ მონაცემებს და მოქმედ ტექნიკურ პირობებს, შესაბამისობის დემონსტრირების დადგენილი პროგრამის თანახმად.

შენიშვნა: მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციის მიზნებისთვის, ტერმინი „მწარმოებელი“ 1-ელი კლასის ზსხ-ის შემთხვევაში აღნიშნავს ზსხ-ს ფრთის მწარმოებელ