1. ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს ზოგადი პრინციპებია:
ა) ექსპლუატაციის სახელმძღვანელო სავალდებულოა ყველა ერთსავარძლიანი სერიული წარმოების ზსხ-ის და ყველა ორსავარძლიანი ზსხ-ისთვის და ასევე ზსხ-ის გასხვისების შემთხვევაში. ექსპლუატაციის სახელმძღვანელო თითოეული ზსხ-ისთვის უნდა მომზადდეს მკაფიო და ზუსტი ფორმით, რომელიც ექსპლუატანტისთვის იქნება ადვილად გამოსაყენებელი;
ბ) ექსპლუატაციის სახელმძღვანელო შესაძლოა მოიცავდეს თანმდევი განახლებისთვის განკუთვნილ გვერდებს, ზსხ-ის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ განხორციელებული კომპლექტაციის ან მოდიფიცირების გათვალისწინებით;
გ) ზსხ-ის მწარმოებელი არის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს ავტორი, რომელიც განსაზღვრავს თავისი ზსხ-ის ექსპლუატაციის პირობებს. მწარმოებელი უფლებამოსილია საექსპლუატაციო პარამეტრების, მართვადობის და მდგრადობის კუთხით არ დაადგინოს ნომინალური მნიშვნელობები იმ პირობით, რომ შეიმუშავებს პროცედურებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს პილოტს შეაფასოს ექსპლუატაციის პირობები და უზრუნველყოფს, რომ პილოტი არ გასცდება საფრენოსნო შესაძლებლობების დიაგრამით განსაზღვრულ შეზღუდვებს;
დ) ექსპლუატაციის პირობები და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ უნდა გასცდეს მწარმოებლის მიერ ფრენის პირობებისთვის განსაზღვრულ შეზღუდვებს.
2. 1-ელი კლასის ზსხ-ის ექსპლუატაციის პირობები და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები შესაძლებელია უკავშირდებოდეს კონკრეტულ ფრთას, ჩასაჯდომი ეტლის სპეციფიური ტიპის გათვალისწინების გარეშე იმ პირობით, რომ მწარმოებელი განსაზღვრავს ეტლის მისაღებ ტიპებს ან ეტლისთვის საჭირო მახასიათებლებს (კერძოდ, მასის შეზღუდვები, ფრთის მიმაგრების წერტილის მახასიათებლები, ძალური დანადგარი). მწარმოებელმა, ეტლის ტიპების ან ეტლისთვის საჭირო მახასიათებლების განსაზღვრისას უნდა უზრუნველყოს სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაციის ადაპტირება.
3. ზსხ-ის 1A და 2A ქვეკლასების შემთხვევაში ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს ნაცვლად გამოიყენება ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელოში მოცემულია, სულ მცირე, შემდეგი ინფორმაცია:
ა) საიდენტიფიკაციო ცარიელი მასა;
ბ) მაქსიმალური ასაფრენი მასა;
გ) მინიმალური მასა;
დ) ფრთის ფართობი;
ე) ჩასაჯდომი ეტლის მისაღები ტიპები ან ეტლის საჭირო მახასიათებლები, კერძოდ: მასა, მიმაგრების წერტილის მახასიათებლები და ძალური დანადგარი.
4. მე-2, მე-3 და მე-4 კლასის ზსხ-ისთვის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, ამ წესის დანართ №1-ში განსაზღვრულ ინფორმაცია