1. მრავალმხრივი ხელშეკრულების ორ ან რამდენიმე მხარეს შეუძლია დადოს შეთანხმება ხელშეკრულების დებულებების მოქმედების დროებით შეჩერებაზე მხოლოდ ერთმანეთს შორის, თუკი:

a) ასეთი შეჩერების შესაძლებლობა გათვალისწინებულია ხელშეკრულებით; ან

b)       აღნიშნულის შეჩერება არ იკრძალება ხელშეკრულებით და:

(i) ზეგავლენას არ ახდენს ხელშეკრულების სხვა მხარეთა მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მათი უფლებებით სარგებლობაზე და ვალდებულებათა შესრულებაზე;

(ii) იგი არ არის შეუთავსებელი ხელშეკრულების ობიექტსა და მიზნებთან.

2. თუ იმ შემთხვევაში, რომელიც ვერ ექცევა 1-ლი პუნქტის (a) ქვეპუნქტის სფეროში, ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მაშინ მითითებული მხარეები აცნობებენ სხვა მხარეებს მათი განზრახვის შესახებ შეთანხმების დადების თოაბაზე და ხელშეკრულების იმ დებულებების შესახებ რომელთა მოქმედების შეჩერებაც განზრახული აქვ