მოქმედების შეწყვეტა ან შეჩერება
1. ორმხრივი ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ არსებითი დარღვევა უფლებას აძლევს სხვა მხარეს, მიუთითოს ამ დარღვევაზე, როგორც ხელშეკრულების მოქმედების მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვეტის ან შეჩერების საფუძველზე.
2. მრავალმხრივი ხელშეკრულების არსებითი დარღვევა მისი ერთ-ერთი მხარის მიერ უფლებას აძლევს:
a) სხვა მხარეებს, ერთხმად მიღებული შეთანხმების საფუძველზე, შეაჩერონ ხელშეკრულების მოქმედება, მთლიანად ან ნაწილობრივ ან შეწყვიტონ იგი, ან
(i) მათ და იმ სახელმწიფოს შორის, რომელმაც ხელშეკრულება დაარღვია, ან
(ii) ყველა მხარეებს შორის;
b) მხარეს, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდა დარღვევის შედეგად, მიუთითოს ამ დარღვევაზე, როგორც ხელშეკრულების მოქმედების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების საფუძველზე მასსა და იმ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში, რომელმაც დაარღვია ხელშეკრულებალ;
c) ნებისმიერ სხვა მხარეს, ხელშეკრულების დამრღვევი სახელმწიფოს გარდა, შეუძლია მოითხოვოს ამ დარღვევაზე მითითება, როგორც ხელშეკრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მოქმედების შეწყვეტის საფუძველზე მის მიმართ, თუკი ხელშეკრულება ატარებს ისეთ ხასიათს, რომ მისი დებულებების არსებითი დარღვევა ერთ-ერთი მხარის მიერ ძირფესვიანად ცვლის თვითოეული მხარის მდგომარეობას ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შემდგომი შესრულების მიმართ.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის, ხელშეკრულების არსებით დარღვევად ითვლება:
a) ხელშეკრულებაზე უარის თქმა, რაც დაუშვებლად არის მიჩნეული წინამდებარე კონვენციით; ან
b) ხელშეკრულების იმ დებულებების დარღვევა, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების ობიექტისა და მიზნების განხორციელებისათვის.
4. ზემოხსენებული პუნქტები არ ეხება ხელშეკრულების იმ დებულებებს, რომლებიც გამოიყენება მისი დარღვევის შემთხვევაში.
5. 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები არ გამოიყენება ჰუმანიტარული ხასიათის ხელშეკრულების შემცველი იმ დებულებების მიმართ, რომლებიც ეხება ადამიანის პიროვნების დაცვას, განსაკუთრებით კი დებულებების მიმართ, რომლებიც კრძალავენ იმ პირთა მიმართ რეპრესალიების ნებისმიერ ფორმას, რომლებსაც ასეთი ხელშეკრულებები იცავე