ხელშეკრულების გაბათილების, მისი მოქმედების შეწყვეტის,მისგან გამოსვლის ან მისი მოქმედების შეჩერებისას

1. მხარემ, რომელიც ამ კონვენციის დებულებებათა შესაბამისად ეყრდნობა ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების შესახებ თავისი თანხმობის ნაკლს ან სადაოს ხდის ხელშეკრულების ნამდვილობას მისი მოქმედების შესაწყვეტად, ხელშეკრულებიდან  გასასვლელად ან მისი მოქმედების შესაჩერებლად, თავისი მოთხოვნა უნდა შეატყონინოს სხვა მხარეებს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს მითითებას ზომებზე, რომელთა განხორციელებას ვარაუდობენ ხელშეკრულებას მიმართ, აგრეთვე მათ დასაბუთებას.

2. თუკი, ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც განსაკუთრებით სასწრაფო შემთხვევების გარდა, უნდა შეადგენდეს არანაკლებ სამ თვეს შეტყობინების მიღებიდან, არცერთი მხარე არ განაცხადებს საწინააღმდეგო პოზიციას, განმცხადებელ მხარეს შეუძლია იმოქმედოს 67-ე მუხლით დადგენილი წესის ფარგლებში, მის მიერ შეთავაზებული ზომების განხორციელების მიზნით.

3. თუკი, ნებისმიერი სხვა მხარე გამოთქვამს საწინააღმდეგო პოზოციას, მაშინ მხარეები უნდა შეეცადონ მიაღწიონ საკითხის გადაწყვეტას იმ საშუალებათა გამოყენებით, რომლებიც გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 33-ე მუხლით.

4. არაფერს წინამდებარე პუნქტებში არ შეუძლია გავლენა მოახდინოს მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებზე ნებისმიერი მოქმედი დებულებების ფარგლებში, რომლებიც სავალდებულოა მხარეებისთვის დავების გადაწყვეტასთან მიმართებაში.

5. 45-ე მუხლისათვის ზიანის მიუყენებლად, ის გარემოება, რომ სახელმწიფომ არ გააგზავნა შეტყობინება 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული წესით, უფლებას არ უკარგავს მას განახორციელოს ასეთი შეტყობინება მეორე მხარის პასუხად, რომელიც ითხოვს ხელშეკრულების შესრულებას, ან აცხადებს მისი დარღვევის შესახე