ეწინააღმდეგება ზოგადი საერთაშორისო სამართლის იმპერატიულ ნორმას

1. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება ბათილია 53-ე მუხლის საფუძველზე, მხარეები:

a) აღმოფხვრიან რამდენადაც ეს შესაძლებელია, ნებისმიერ მოქმედებათა შედეგებს, რომლებიც განხორციელდა ნებისმიერი დებულების შესაბამისად, რომელიც ეწინააღმდეგება ზოგადი საერთაშორისო სამართლის იმპერატიულ ნორმას; და

b) მოჰყავთ მათი ურთიერთობები ზოგადი საერთაშორისო სამართლის იმპერატიულ ნორმებთან შესაბამისობაში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება ხდება ბათილი და წყვეტს მოქმედებას 64-ე მუხლის საფუძველზე, ხელშეკრულების შეწყვეტა:

a) ათავისუფლებს მხარეებს შემდგომში ხელშეკრულების შესრულების ყოველგვარი ვალდებულებისაგან;

b) ზემოქმედებას არ ახდენს მხარეთა არცერთ უფლებაზე, ვალდებულებაზე ან იურიდიულ მდგომარეობაზე, რომელიც წარმოიშვება ხელშეკრულების შესრულების შედეგად მის შეწყვეტამდე, იმ პირობით, რომ ეს უფლებები და ვალდებულებები ან ასეთი მდგომარეობა შესაძლებელია შემდგომში შენარჩუნდეს მხოლოდ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მათი შენარჩუნება თავისთავად არ ეწინააღმდეგება ზოგადი საერთაშორისო სამართლის ახალ იმპერატიულ ნორმა