შეტყობინებებისა და შესაბამისი დოკუმენტების უკან გამოთხოვა

65-ე და 67-ე მუხლებით გათვალისწინებულ შეტყობინების ან დოკუმენტის უკან გამოთხოვა დასაშვებია ნებისმიერ დროს, მათ ძალაში შესვლამდე.

ნაწილი 5. ხელშეკრულების ბათილობის, მისი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შედეგები

69. ხელშეკრულობის ბათილობის შედეგები

1. ხელშეკრულება, რომლის ბათილობაც დადგენილია წინამდებარე კონვენციის საფუძველზე _ ბათილია. ბათილი ხელშეკრულების დებულებებს არ აქვთ არავითარი იურიდიული ძალა.

2. თუკი მიუხედავად ამისა, განხორციელებულ იქნა მოქმედებები ასეთი ხელშეკრულების საფუძველზე:

a) თითოეულ მხარეს შეუძლია მოსთხოვოს ნებისმიერ სხვა მხარეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მათ ორმხრივ ურთიერთობაში დაამყაროს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ განხორციელებულიყო მითითებული მოქმედებები.

b) მოქმედებები განხორციელებული კეთილსინდისიერად, მანამ დადგინდებოდა ხელშეკრულების ბათილობა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნან უკანონოდ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ხელშეკრულება ბათილია.

3. იმ შემთხვევებში, რომლებიც ექცევიან 49-ე, 50-ე, 51-ე, ან 52-ე მუხლების მოქმედების ქვეშ, მეორე პუნქტი არ გამოიყენება მხარის მიმართ, რომელიც პასუხისმგებელია მოტყუების, მოსყიდვის ან იძულების ჩადენისათვის.

4. მრავალმხრივი ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების შესახებ კონკრეტული სახელმწიფოს თანხმობის ბათილობის შემთხვევაში, მითითებული წესები გამოიყენება ურთიერთობაზე ამ სახელმწიფოსა და ხელშეკრულების მხარეთა შორი