1. თუკი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ან მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, ხელშეკრულების მოქმედების შეჩერება მისი დებულების ან წინამდებარე კონვენციის საფუძველზე:
a) ათავისუფლებს მხარეებს, რომელთა შორისაც ხელშეკრულების მოქმედება შეჩერებულია, ვალდებულებისაგან, შეასრულონ ხელშეკრულება მათ ორმხრივ ურთიერთობებში ხელშეკრულების შეჩერების პერიოდში;
b) სხვაგვარად არ ზემოქმედებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ მხარეთა სამართლებრივ ურთიერთობებზე.
2. შეჩერების პერიოდის განმავლობაში მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ მოქმედებისაგან, რომლებიც მიმართულია ხელშეკრულების მოქმედების განახლების ხელის შეშლისკენ.
ნაწილი VI. სხვა დებულებე