1. ხელშეკრულების დეპოზიტარის დანიშვნა შეიძლება მოლაპარაკებაში მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, ან თავად ხელშეკრულებით, ან რაიმე სხვა წესით. დეპოზიტარი შეიძლება იყოს ერთი ან მეტი სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია ან ორგანიზაციის მთავარი აღმასრულებელი თანამდებობის პირი.

2. ხელშეკრულების დეპოზიტარის ფუნქციები საერთაშორისო ხასიათისაა და დეპოზიტარს ევალება იმოქმედოს მიუკერძოებლად მისი ფუნქციების შესრულების მიზნით. კერძოდ, ის ფაქტი, რომ ხელშეკრულება არ შესულა ძალაში ზოგიერთ მხარეს შორის ან ის რომ უთანხმოება წარმოიშვა სახელმწიფოსა და დეპოზიტარს შორის ამ უკანასკნელის მიერ მისი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით, არ ზემოქმედებს ამ ვალდებულებაზ