ტექსტებში ან დამოწმებულ ასლებში
1. თუკი ხელშეკრულების ტექსტის აუთენტურობის დადგენის შემდეგ მისი ხელმომწერი სახელმწიფოები და ხელშემკვრელი სახელმწიფოები შეთანხმდებიან, რომ იგი შეიცავს შეცდომას, მაშინ ეს შეცდომა, თუკი ისინი სხვა საშუალების გამოიყენებას არ გადაწყვეტენ, არ სწორდება:
a) ტექსტში შესაბამისი შესწორების შეტანით და ამ შესწორების პარაფირებით, სათანადოდ უფლებამოსილ წარმომადგენლთა მიერ;
b) დოკუმენტის შედგენით, რომელშიც გადმოცემულია შესწორება, რომლის შეტანაზეც შეთანხმდნენ, ან ასეთ დოკუმენტთა გაცვლით; ან
c) ხელშეკრულების მთლიანი შესწორებული ტექსტის შედგენა იმავე პროცედურით, რა პროცედურითაც შედგენილი იქნა ძირითადი ტექსტი.
2. თუკი საკითხი ეხება ხელშეკრულებას, რომელიც შესანახად გადაეცემა დეპოზიტარს, ეს უკანასკნელი ატყობინებს ხელშეკრულების ხელმომწერ და ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შეცდომის შესახებ, ასევე წინადადებას მისი გასწორების შესახებ და ადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც შეიძლება გამოთქმულ იქნას საწინააღმდეგო პოზიცია ამ წინადადების მიმართ, თუკი ამ პერიოდის გასვლამდე:
a) არ გამოთქმულა საწინააღმდეგო პოზიცია, დეპოზიტარს შეაქვს შესწორება ტექსტში და პარაფირებას უკეთებს ამ შესწორებას, ადგენს ოქმს ტექსტის შესწორების თაობაზე და უგზავნის მის ასლს ხელშეკრულების მხარეებს და იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც უფლება აქვთ გახდნენ ხელშეკრულების მხარეები;
b) გამოთქმულ იქნა საწინააღმდეგო აზრი, დეპოზიტარი აცნობებს ამ საწინააღმდეგო აზრს ხელშეკრულების ხელმომწერ და ხელშემკვრელ სახელმწიფოებს.
3. 1-ელ და მე-2 პუნქტებში ჩამოყალიბებული წესები, გამოიყენება ასევე იმ შემთხვევებში, როდესაც დადგინდა ტექსტის აუთენტურობა ორ ან რამოდენიმე ენაზე და აღმოჩენილ იქნა შეუსაბამობა სხვადასხვა ტექსტთა შორის, რომელიც ხელშეკრულების ხელმომწერ და ხელშემკვრელ სახელმწიფოთა საერთო თანხმობით უნდა გასწორდეს.
4. შესწორებული ტექსტი ცვლის შეცდომის შემცველ ტექსტს, (ab initio) თუკი ხელშეკრულების ხელმომწერი სახელმწიფოები და ხელშემკვრელი სახელმწიფოები ამ საკითხს სხვაგვარად არ გადაწყვეტენ.
5. დარეგისტრირებული ხელშეკრულების ტექსტში შესწორების შეტანა ეცნობება გაეროს სამდივნოს.
6. თუკი შეცდომა აღმოჩენილ იქნება ხელშეკრულების დამოწმებულ ტექსტში, დეპოზიტარი ადგენს ოქმს, რომელიც შეიცავს შესწორებას და უგზავნის მის ასლს ხელშეკრულების ხელმომწერ სახელმწიფოებსა და ხელშემკვრელ სახელმწიფოებ