წინამდებარე კონვენციის დედანი, რომლის ინგლისური, ესპანური, ჩინური, რუსული და ფრანგული ტექსტები თანაბრად აუთენტურია, შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

რის დასტურადაც, ქვემორე ხელმომწერმა, მთავრობის მიერ სათანადოდ უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.

შესრულებულია ქ. ვენაში, 1969 წლის 23 მაისს.

დანართი

1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ადგენს და აწარმოებს მომრიგებელ შუამავალთა სიას კვალიფიციურ იურისტთა რიცხვებიდან. ამ მიზნით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრ სახელმწიფოს ან წინამდებარე კონვენციის მხარეს ეძლევათ წინადადება, დანიშნონ ორი მომრიგებელი შუამავალი, და ამრიგად, დანიშნულ პირთა სახელები ქმნიან მითითებულ სიას. მომრიგებელი შუამავლები – შემთხვევით წარმოქმნილი ვაკანსიების შესავსებად დანიშნულ შუამავალთა ჩათვლით, – ინიშნებიან ხუთი წლის ვადით, და ეს ვადა შეიძლება განახლდეს. მომრიგებელი შუამავალი, დანიშვნის ვადის ამოწურვის შემდგომ, განაგრძობს ნებისმიერი იმ ფუნქციის შესრულებას, რომელთა განსახორციელებლადაც იგი არჩეულ იქნა შემდგომი პუნქტის დებულებათა თანახმად.

2. როდესაც გენერალურ მდივანს გაეგზავნება თხოვნა 66-ე მუხლის შესაბამისად, იგი დავას განსახილველად გადასცემს მომრიგებელ კომისიას, რომელიც იქმნება შემდეგნაირად.

სახელმწიფო ან სახელმწიფოები, რომლებიც წარმოადგენენ დავის მხარეებს, ნიშნავენ:

a) ერთ მომრიგებელ შუამავალს, რომელიც არის ამ სახელმწიფოს ან ერთ-ერთი ამ სახელმწიფოს მოქალაქე, 1-ლ პუნქტში ხსენებულ სიაში მითითებულ პირთა ან სხვა პირთა რიცხვებდან; და

b) ერთ მომრიგებელ შუამავალს, რომელიც არ არის ამ სახელმწიფოს ან ერთ-ერთი ამ სახელმწიფოს მოქალაქე, ხსენებულ სიაში მითითებულ პირთა რიცხვებდან.

სახელმწიფო ან სახელმწიფოები, რომლებიც წარმოადგენს ან წარმოადგენენ დავის მეორე მხარეს, ამგვარადვე ნიშნავენ ორ მომრიგებელ შუამავალს. მხარეთა მიერ არჩეული ოთხი მომრიგებელი შუამავალი დანიშნულ უნდა იქნეს სამოცი დღის ვადაში იმ თარიღიდან, როცა გენერალური მდივანი მიიღებს შესაბამის თხოვნას.

ეს ოთხი მომრიგებელი შუამავალი, უკანასკნელი მათგანის დანიშვნიდან სამოცი დღის ვადაში, ნიშნავს მეხუთე შუამავალს სიაში ჩართულ პირთა რიცხვიდან, რომელიც იქნება თავმჯდომარე.

თუ თავმჯდომარე ან რომელიმე სხვა მომრიგებელი შუამავალი არ დაინიშნა მათ დასანიშნად ზემოთ გათვალისწინებულ ვადებში, ისინი ინიშნებიან გენერალური მდივნის მიერ შესაბამისი ვადის ამოწურვიდან სამოცი დღის ვადაში. თავმჯდომარის დანიშვნა გენერალური მდივნის მიერ შეიძლება მოხდეს ან სიაში ჩართულ პირთა რიცხვიდან, ან საერთაშორისო სამართლის კომისიის წევრთა რიცხვიდან. ნებისმიერი ის ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს დანიშვნები, შეიძლება გაგრძელებულ იქნას დავის მონაწილე მხარეთა შეთანხმებით.

ნებისმიერი ვაკანსია უნდა შეივსოს იმავე საშუალებით, რომელიც განხორციელებულ იქნა პირველადი დანიშვნისთვის.

3. მომრიგებელი კომისია თვითონ ადგენს საკუთარ პროცედურას. კომისიას შეუძლია, დავის მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შესთავაზოს საკუთარი მოსაზრება ზეპირად ან წერილობით. კომისია იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს რეკომენდაციებს თავისი წევრების ხმათა უმრავლესობით.

4. კომისიას შეუძლია დავის მონაწილე მხარეთა ყურადღება გაამახვილოს ნებისმიერ ზომაზე, რომელთაც შეიძლება გააიოლონ დავის მშვიდობიანი გადაწყვეტა.

5. კომისია უსმენს მხარეებს, განიხილავს პრეტენზიებსა და წინააღმდეგობებს და მხარეთა მიერ განსახილველად წარადგენს წინადადებებს, რომელიც მიმართულია დავის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიღწევისაკენ.

6. კომისიამ საკუთარი მოხსნება უნდა წარადგინოს მისი შექმნის თარიღიდან თორმეტი თვის განმავლობაში. ეს მოხსენება გადაეგზავნება გენერალურ მდივანს და გადაეცემა დავის მონაწილე მხარეებს. კომისიის მოხსენება, ფაქტისა და სამართლის საკითხებზე მათში დაცული დასკვნების ჩათვლით, არ არის სავალდებულო მხარეებისთვის და წარმოადგენს მხოლოდ რეკომენდაციას, შემოთავაზებულს მხარეთა მიერ განსახილველად დავის მშვიდობიანი გადაწყვეტის გაიოლების მიზნით.

7. გენერალური მდივანი კომისიას გაუწევს დახმარებას და მიაწვდის მომსახურების საშუალებებს, რომლებიც მას შეიძლება დასჭირდეს. კომისიის ხარჯებს ფარავს გაერთიანებული ერების ორგანიზაცი