თუკი ხელშეკრულებით ან წინამდებარე კონვენციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შეტყობინება ან ცნობა, გაკეთებული ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად:

a) თუკი არ არსებობს დეპოზატარი, უშუალოდ გადაეცემა სახელმწიფოს, რომელსაც იგი ეხება, ანდა, თუკი არსებობს დეპოზიტარი – ამ უკანასკნელს;

b) ითვლება შესაბამისი სახელმწიფოს მიერ გაკეთებულად მხოლოდ იმ სახელმწიფოს მიერ მისი მიღების შემდეგ, რომელსაც იგი გაეგზავნა, ანდა შემთხვევიდან გამომდინარე, დეპოზიტარის მიერ მისი მიღების შემდეგ;

c) თუკი იგი ეგზავნება დეპოზიტარს, ითვლება იმ სახელმწიფოს მიერ მიღებულად, რომელსაც იგი ეხება, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ინფორმირებულ იქნა ამის შესახებ დეპოზიტარის მიერ 77-ე მუხლის 1 „c" პუნქტის შესაბამისა