1. თუკი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ან ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოები სხვაგვარად არ შეთანხდნენ, დეპოზიტარის ფუნქციები მოიცავს შემდეგს:

a) ხელშეკრულების ტექსტის ორიგინალის და დეპოზიტართან წარდგენილი ნებისმიერი უფლებამოსილების ტექსტის ორიგინალის შენახვა;

b) ტექსტის ორიგინალის დამოწმებული ასლების და ხელშეკრულების შემდგომი სხვა ტექსტების მომზადებას იმ დამატებით ენებზე, რომელიც შეიძლება გათვალისწინებული იყოს ხელშეკრულებით და მათ გადაცემას მხარეებისთვის და სახელმწიფოებისათვის, რომლებსაც უფლება აქვთ გახდნენ ხელშეკრულების მხარეები;

c) ხელშეკრულებაზე ნებისმიერი ხელმოწერის მიღებას და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის, შეტყობინების და კომუნიკაციების მიღებას და შენახვას;

d) იმის შემოწმება არის თუ არა ხელმოწერა ან ნებისმიერი დოკუმენტი, შეტყობინება ან ცნობა, რაც დაკავშირებულია ხელშეკრულებასთან, სრულ წესრიგში და შედგენილია შესაბამისი ფორმით, და აუცილებლობის შემთხვევაში ამ საკითხის შეტყობინება შესაბამისი სახელმწიფოსთვის, რომელსაც ეს საკითხი ეხება;

e) მხარეთა და ხელშეკრულების მხარედ გახდომის უფლების მქონე სახელმწიფოთა ინფორმირებას, იმ დოკუმენტების, შეტყობინებებისა და ცნობების შესახებ რომელსაც ხელშეკრულებას ეხება;

f) იმ სახელმწიფოების ინფორმირებას, რომლებსაც უფლება აქვთ გახდნენ ხელშეკრულების მხარე, იმის თაობაზე, თუ როდის იქნა მიღებული ან დეპონირებული ხელმოწერების, სარატიფიკაციო ან მიღების, დამტკიცების ან მიერთების სიგელების ის რაოდენობა, რაც საჭიროა ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად;

g) ხელშეკრულებათა რეგისტრაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში;

h) წინამდებარე კონვენციის დებულებებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.

2. სახელმწიფოსა და დეპოზიტარს შორის ნებისმიერი უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის მიერ მის ფუნქციათა განხორციელებასთან დაკავშირებით, დეპოზიტარს შეუძლია ეს საკითხი გახადოს სხვა ხელმომწერ და ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ყურადღების საგანი, ან საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებული საერთაშორისო ორგანიზაციის კომპეტენტურ ორგანომდე დაიყვანოს იგ