1. 65-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით.
2. ნებისმიერი აქტი, რომლის მიზანია ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მისი მოქმედების შეწყვეტა, მისგან გამოსვლა, ან მისი მოქმედების შეჩერება, ხელშეკრულებების დებულებების, ან 65-ე მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტების შესაბამისად, უნდა გაფორმდეს დოკუმენტების სახით რომელიც ეგზავნება სხვა მხარეებს. თუკი აღნიშნული დოკუმენტები ხელმოწერილი არ არის სახელმწიფოს მეთაურის, მთავრობის მეთაურის ან საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, სახელმწიფოს წარმომადგენელს, რომელიც გადასცემს მას, შეიძლება მოეთხოვოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენ