1. მხარეს უფლება აქვს მიუთითოს ხელშეკრულების შესრულების შეუძლებლობაზე, როგორც ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან ხელშეკრულებიდან გამოსვლის საფუძველზე, თუ ეს შეუძლებლობა გამოწვეულია იმ ობიექტის სამუდამო გაქრობის ან მოსპობის შედეგად, რომელიც აუცილებელია ხელშეკრულების შესასრულებლად. თუ ასეთი  შეუძლებლობა დროებითია, მასზე დაყრდნობა დასაშვებია მხოლოდ როგორც ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების საფუძველზე.

2. მხარეს არ აქვს უფლება, დაეყრდნოს შესრულების შეუძლებლობას, როგორც ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის, ხელშეკრულებიდან გამოსვლის ან მისი მოქმედების შეჩერების საფუძველს, თუ ეს შეუძლებლობა გამოწვეულია ამ მხარის მიერ ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ან სხვა საერთაშორისო ვალდებულების დარღვევის შედეგად, რომელიც მან იკისრა ხელშეკრულების ნებისმიერი სხვა მხარის მიმარ