1. თითოეული არბიტრი ყოველთვის უნდა იყოს და დარჩეს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი.
2. არბიტრმა დანიშვნამდე ან მის დადასტურებამდე ხელი უნდა მოაწეროს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესახებ განცხადებას. პოტენციურმა არბიტრმა უნდა გაამჟღავნოს ყველა ის ფაქტი ან გარემოება, რომლებმაც შეიძლება წარმოშვას დასაბუთებული ეჭვი არბიტრის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზე. სამდივნო მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესახებ განცხადების ასლს უგზავნის მხარეებს და საარბიტრაჟო ტრიბუნალის სხვა წევრებს.
3. არბიტრმა დაუყოვნებლივ უნდა გაუმჟღავნოს სამდივნოს, მხარეებს და საარბიტრაჟო ტრიბუნალის სხვა წევრებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას საარბიტრაჟო საქმის განხილვის მიმდინარეობისა