1. თუ მხარე, რომლის წინააღმდეგაც არის დაყენებული მოთხოვნა, არ წარადგენს პასუხს, ან დააყენებს ერთ ან რამდენიმე შედავებას (პრეტენზიას) საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობის ან შინაარსის შესახებ, ან სვამს საკითხს, შესაძლებელია თუ არა ერთ საარბიტრაჟო განხილვაში ამ განხილვის ფარგლებში დაყენებული ყველა მოთხოვნის გადაწყვეტა, საარბიტრაჟო პროცესი გაგრძელდება და იურისდიქციასთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხზე ან ერთი საარბიტრაჟო განხილვის ფარგლებში დაყენებული მოთხოვნების განხილვის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს საარბიტრაჟო ტრიბუნალი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამდივნო ამ საკითხს გადასაწყვეტად გადასცემს საარბიტრაჟო საბჭოს.
2. იმ შემთხვევაში, თუ სამდივნო საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობასთან, ნამდვილობასთან ან შინაარსთან დაკავშირებულ საკითხს გადასაწყვეტად გადასცემს საარბიტრაჟო საბჭოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარბიტრაჟო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, არ გაგრძელდეს საარბიტრაჟო პროცესი იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო ცენტრს აშკარად არ აქვს აღნიშნულ საარბიტრაჟო დავაზე იურისდიქცი