1. მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სამდივნოს მიერ ამ მოთხოვნის საარბიტრაჟო საბჭოსთვის გადაცემის შემდეგ, საარბიტრაჟო საბჭოს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ახალი საარბიტრაჟო საქმის მიმდინარე საარბიტრაჟო საქმესთან გაერთიანების შესახებ, თუ:
ა) მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო საქმეთა გაერთიანებაზე; ან
ბ) ყველა მოთხოვნა ერთი და იმავე საარბიტრაჟო შეთანხმების საფუძველზეა დაყენებული.
2. საარბიტრაჟო საქმეთა გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას საარბიტრაჟო საბჭომ უნდა გაითვალისწინოს ყველა შესაბამისი გარემოება, მათ შორის, დანიშნულია თუ არა ერთი ან მეტი არბიტრი ერთ ან რამდენიმე საარბიტრაჟო განხილვაზე და რა ეტაპზეა საარბიტრაჟო პროცესი.
3. საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნამდე საარბიტრაჟო საბჭო წყვეტს საარბიტრაჟო დავაში მესამე პირის ჩართვის საკითხს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე (მოთხოვნა საქმეში მესამე პირის ჩართვის შესახებ) იმ პირობით, რომ ნებისმიერი მესამე დამატებითმა პირმა და საარბიტრაჟო დავაში მესამე პირის ჩართვის მომთხოვნმა მხარემ განაცხადეს ამაზე თანხმობა წერილობით და ყველა შესაბამისი გარემოების (მათ შორის, ყველა სხვა მხარის პოზიციის) გათვალისწინებით. საარბიტაჟო ტრიბუნალის შექმნის შემდეგ, იგი წყვეტს საქმეში მესამე პირის ჩართვის შესახებ ნებისმიერ მოთხოვნას.
4. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა საქმეში მესამე პირის ჩართვის შესახებ საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნამდეა დაყენებული, მესამე პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნაში წესების მე-14 მუხლის შესაბამისად.
5. მოთხოვნა საქმეში მესამე პირის ჩართვის შესახებ უნდა აკმაყოფილებდეს წესების მე-6 მუხლის მოთხოვნებს.
6. სამდივნომ უნდა გაუგზავნოს მოთხოვნა საქმეში მესამე პირის ჩართვის შესახებ ყველა სხვა მხარეს. ამ მოთხოვნას თითოეულმა მხარემ უნდა უპასუხოს მისი მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში.
ნაწილი III − საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმ