1. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ ერთი არბიტრის დანიშვნის ან სამარბიტრიანი ტრიბუნალის შექმნის ამ მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებულ პროცედურაზე. თუ მხარეები ასეთ პროცედურაზე არ შეთანხმებულან ან პროცედურა ერთი არბიტრის დანიშვნისთვის ან სამარბიტრიანი ტრიბუნალის შექმნისთვის საკმარისად ნათელი არ არის, არბიტრი ინიშნება (არბიტრები ინიშნებიან) ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტების შესაბამისად, მხარეთა შეთანხმების გათვალისწინებით.
2. როდესაც დავა ერთმა არბიტრმა უნდა განიხილოს, მხარეებს, მათი შეთანხმების საფუძველზე, შეუძლიათ დაასახელონ ერთი არბიტრის კანდიდატურა, რომელსაც ადასტურებს საარბიტრაჟო საბჭო. თუ აღნიშნული პროცედურის შედეგად საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ საარბიტრაჟო განაცხადის მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში ან დამატებით ვადაში, რომელიც სამდივნოს მიერ შეიძლება დაწესდეს არ დაინიშნება არბიტრი, მას ნიშნავს საარბიტრაჟო საბჭო.
3. როდესაც დავა სამარბიტრიანმა ტრიბუნალმა უნდა განიხილოს, თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს. საარბიტრაჟო მოსარჩელე არბიტრს ნიშნავს საარბიტრაჟო განაცხადში, ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხე − 30 (ოცდაათი) დღის ვადაში თავის პასუხში საარბიტრაჟო განაცხადზე. თუ მხარე ვერ ან არ დანიშნავს არბიტრს, მას საარბიტრაჟო საბჭო დანიშნავს.
4. როდესაც დავა სამარბიტრიანმა ტრიბუნალმა უნდა განიხილოს, თუ მხარეები არბიტრის დანიშვნის სხვა პროცედურაზე არ შეთანხმებულან, უკვე დანიშნული ორი არბიტრი ასახელებს მესამე არბიტრის კანდიდატურას, რომელიც იქნება საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარე. საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარის კანდიდატურას ადასტურებს საარბიტრაჟო საბჭო. თუ აღნიშნული პროცედურის შედეგად უკვე დანიშნული არბიტრების დანიშვნიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში ან მხარეთა შორის შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ვადაში არ მოხდება მესამე არბიტრის დანიშვნა, მესამე არბიტრს დანიშნავს საარბიტრაჟო საბჭო.
5. არბიტრად შეიძლება დაინიშნოს პირი არა მხოლოდ საარბიტრაჟო ცენტრის არბიტრთა სიიდა