1. როდესაც მხარეები სხვადასხვა ეროვნების არიან, ერთი არბიტრი ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარე მხარეებისგან განსხვავებული ეროვნების უნდა იყოს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. თუ საარბიტრაჟო საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მას უფლება აქვს, აირჩიოს იმავე ეროვნების არბიტრი ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარე, რომლისაც არის რომელიმე მხარე, იმ შემთხვევაში, თუ არცერთი მხარე არ შეეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებას პრეტენზიის განცხადებისთვის საარბიტრაჟო საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

2. არბიტრის დანიშვნის ან მისი დადასტურების დროს საარბიტრაჟო საბჭომ მხედველობაში უნდა მიიღოს დავის ხასიათი, საარბიტრაჟო განხილვის ადგილი, ენა და გამოსაყენებელი სამართალი. საარბიტრაჟო საბჭომ ასევე უნდა გაითვალისწინოს პოტენციური არბიტრის ხელმისაწვდომობა საარბიტრაჟო საქმის განხილვის წესების შესაბამისად წარმართვაზ