1. მხარემ შეიძლება დააყენოს არბიტრის აცილების მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ ის არ არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, ან რაიმე სხვა საფუძვლით, სამდივნოსთვის არბიტრის აცილების შესახებ წერილობითი განაცხადის გაგზავნით.
2. არბიტრის აცილების შესახებ განაცხადი იგზავნება არბიტრის დანიშვნის ან დადასტურების შესახებ მხარის მიერ შეტყობინების მიღებიდან 15 (თხუთმეტი) დღეში, ან იმ დღიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში, როდესაც მხარემ შეიტყო არბიტრის აცილების მოთხოვნის გამომწვევი გარემოებები, თუ ეს მოხდა არბიტრის დანიშვნის ან დადასტურების შემდეგ. თუ აღნიშნული ვადის გასვლამდე მხარე არ მოითხოვს არბიტრის აცილებას, ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა ამ არბიტრის აცილების მოთხოვნის უფლების გამოყენებაზე.
3. სამდივნო არბიტრის აცილების შესახებ მხარის განაცხადის ასლს უგზავნის სხვა მხარეს (მხარეებს), საარბიტრაჟო ტრიბუნალის სხვა წევრებს და იმ არბიტრს, რომლის აცილებაც არის მოთხოვნილი, და მათ აძლევს საშუალებას, გარკვეულ ვადაში წერილობით გააკეთონ კომენტარი.
4. თუ არბიტრი, რომლის აცილებაც არის მოთხოვნილი, გადაწყვეტს, არ გადადგეს, ან სხვა მხარე ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ვადაში არ დაეთანხმება არბიტრის აცილების მოთხოვნას, ამ არბიტრის აცილების საკითხზე გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო საბჭო მიიღებ