1. როდესაც საარბიტრაჟო პროცესში რამდენიმე საარბიტრაჟო მოსარჩელე ან რამდენიმე საარბიტრაჟო მოპასუხე მონაწილეობს და დავა სამარბიტრიანმა ტრიბუნალმა უნდა განიხილოს, რამდენიმე საარბიტრაჟო მოსარჩელე ერთად და რამდენიმე საარბიტრაჟო მოპასუხე ერთად ნიშნავენ თითო-თითო არბიტრს წესების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. მხარეთა მიერ უკვე დანიშნული ორი არბიტრი ასახელებს მესამე არბიტრის კანდიდატურას, რომელიც იქნება საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარე. მესამე არბიტრის კანდიდატურას ადასტურებს საარბიტრაჟო საბჭო. თუ აღნიშნული პროცედურის შედეგად უკვე დანიშნული არბიტრების დანიშვნიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში ან მხარეთა შორის შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ვადაში არ მოხდება მესამე არბიტრის დანიშვნა, მესამე არბიტრს დანიშნავს საარბიტრაჟო საბჭო.

2. როდესაც დამატებითი მესამე პირი ერთვება საარბიტრაჟო საქმის განხილვაში ამ წესების მე-11 მუხლის შესაბამისად და როდესაც დავა სამარბიტრიანმა ტრიბუნალმა უნდა განიხილოს, მესამე პირს უფლება აქვს, დანიშნოს არბიტრი საარბიტრაჟო მოსარჩელესთან ან საარბიტრაჟო მოპასუხესთან ერთად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

3. როდესაც დავა ერთმა არბიტრმა უნდა განიხილოს, არბიტრის კანდიდატურა სახელდება ყველა მხარის შეთანხმების საფუძველზე, წესების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

4. თუ რომელიმე მხარე ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად ვერ დანიშნავს არბიტრს ერთობლივად, საარბიტრაჟო საბჭო ნიშნავს მთლიან საარბიტრაჟო ტრიბუნალ