1. არბიტრი შეიცვლება, თუ:
ა) არბიტრი გარდაიცვალა;
ბ) არბიტრის მიმართ დაყენებული აცილების მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
გ) საარბიტრაჟო საბჭო დათანხმდა არბიტრის ნებაყოფლობით გადადგომას;
დ) საარბიტრაჟო საბჭო სამდივნოს ან მხარის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყვეტს, რომ არბიტრი ფაქტობრივად ან იურიდიულად შეზღუდულია თავისი ფუნქციების შესრულებაში, ან არბიტრი არ ასრულებს საკუთარ ფუნქციებს წესებისა და საარბიტრაჟო შეთანხმების შესაბამისად.
2. არბიტრის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე შეცვლის შემთხვევაში სამდივნო მხარეებს აძლევს საშუალებას, წერილობით წარმოადგინონ პოზიციები არბიტრის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.
3. არბიტრის შეცვლის შემთხვევაში ახალი არბიტრი ინიშნება წესების მე-13 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული იმ პროცედურის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მოხდა არბიტრის დანიშვნა ან დასახელება.
4. არბიტრის შეცვლის შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვა იმ ეტაპიდან გრძელდება, რომელზედაც შეცვლილმა არბიტრმა შეწყვიტა საკუთარი ფუნქციების შესრულება, თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი არ გადაწყვეტს სხვაგვარად.
5. როდესაც საქმეს სამარბიტრიანი ტრიბუნალი განიხილავს, შესაბამისი არბიტრის შეცვლისას საარბიტრაჟო საბჭომ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ დარჩენილმა ორმა არბიტრმა გააგრძელოს საარბიტრაჟო საქმის განხილვა. ამ გადაწყვეტილების მიღებისას საარბიტრაჟო საბჭომ უნდა გაითვალისწინოს საარბიტრაჟო საქმის განხილვის მიმდინარე ეტაპი, აგრეთვე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვა არბიტრებისა და მხარეების პოზიციებ