1. საარბიტრაჟო მოპასუხემ სამდივნოს მიერ გაგზავნილი საარბიტრაჟო განაცხადის მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში, უნდა წარმოადგინოს პასუხი საარბიტრაჟო განაცხადზე (შემდგომ − „პასუხი“) ასლების იმ რაოდენობით, რამდენიც გათვალისწინებულია წესების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით.
2. პასუხი უნდა შეიცავდეს:
ა) საარბიტრაჟო მოპასუხის და მისი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) (არსებობის შემთხვევაში) სრულ სახელებს და საკონტაქტო ინფორმაციას (მათ შორის, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და სხვ.);
ბ) საარბიტრაჟო მოპასუხის მოსაზრებასა და პოზიციას საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნასთან (მოთხოვნებთან) და იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიდანაც გამომდინარეობს დავა, აგრეთვე საარბიტრაჟო მოპასუხის სპეციალურ მოთხოვნას (არსებობის შემთხვევაში);
გ) ნებისმიერ შედავებას (პრეტენზიას) საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობის და საარბიტრაჟო საქმის დასაშვებობის შესახებ, თუმცა თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არ დააყენებს ამგვარ შედავებას (პრეტენზიას) პასუხში, მას არ ერთმევა უფლება დააყენოს ასეთი პრეტენზია ნებისმიერ დროს არაუგვიანეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარმოდგენის მომენტისა;
დ) დასანიშნ არბიტრთა რაოდენობას წესების მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად;
ე) არბიტრის კანდიდატურის დასახელებას და მის საკონტაქტო ინფორმაციას, ან მოთხოვნას არბიტრის დანიშვნის შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
ვ) არბიტრთან (არბიტრებთან), საარბიტრაჟო განხილვის ადგილთან, ენასთან და გამოსაყენებელ სამართალთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის მოსაზრებასა და პოზიციას.
3. სამდივნოს შეუძლია საარბიტრაჟო მოპასუხეს გაუგრძელოს ვადა პასუხის წარმოდგენისთვის, თუ საკუთარი შეხედულებისამებრ მიიჩნევს, რომ ვადის ამგვარი გაგრძელების მიზეზი საპატიოა.
4. სამდივნო საარბიტრაჟო მოსარჩელეს უგზავნის პასუხს და თანდართულ დოკუმენტებს.
5. საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ პასუხის წარუდგენლობა არ არის საარბიტრაჟო პროცესის შეწყვეტის მიზეზი.
6. პასუხი სამდივნოსთვის წარდგენილად ითვლება საარბიტრაჟო შესაგებლის, მტკიცებულებების და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, თუ ის ასევე შეიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაცია