1. საარბიტრაჟო ცენტრი ადმინისტრირებას უწევს სრულ საარბიტრაჟო პროცესს, რომელიც წარიმართება წესების, საარბიტრაჟო ცენტრის სხვა წესების ან მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა რომელიმე პროცედურის ან წესების შესაბამისად.
2. თუ მხარეები წესების გამოყენებაზე შეთანხმდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეები თანახმა არიან, მათი საარბიტრაჟო დავა საარბიტრაჟო ცენტრის ადმინისტრირებით იქნეს განხილული; ანალოგიურად შეთანხმება საარბიტრაჟო ცენტრის მიერ საქმის ადმინისტრირებაზე ნიშნავს, რომ მხარეები თანახმა არიან მათი საქმე განხილულ იქნეს წესების შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევებში საარბიტრაჟო საქმის განხილვა წესების იმ ვერსიის მიხედვით წარიმართება, რომელიც ძალაშია საარბიტრაჟო საქმის განხილვის დაწყების მომენტში, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან გარკვევით.
3. მხარეთა შეთანხმება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის არბიტრაჟზე ნიშნავს მათ შეთანხმებას საარბიტრაჟო დავის წესებით და საარბიტრაჟო ცენტრის ადმინისტრირებით განხილვაზე, თუ მხარეები პირდაპირ არ შეთანხმებულან საარბიტრაჟო დავის შპს „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს“ საარბიტრაჟო წესებით განხილვაზე, რომელთა მოქმედება 2012 წელს შეწყდა. აღნიშნულ შემთხვევაში საარბიტრაჟო ცენტრი საარბიტრაჟო პროცესს ადმინისტრირებას უწევს შპს „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს“ საარბიტრაჟო წესების შესაბამისა