1. ნებისმიერი შეტყობინება და კომუნიკაცია, მხარის, საარბიტრაჟო ტრიბუნალის და სამდივნოს მიერ შესრულებული უნდა იყოს წერილობით. როდესაც შეტყობინება ან კომუნიკაცია მხარეს ეხება, იგი უნდა იქნეს გაგზავნილი მიმღები მხარის ან მისი წარმომადგენლის უკანასკნელ ცნობილ მისამართზე, რომლის შესახებ ინფორმაციაც მხარის მიერ არის შეტყობინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. შეტყობინება ან კომუნიკაცია შეიძლება შესრულდეს დაზღვეული წერილის, დარეგისტრირებული ფოსტის, კურიერის, ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან სხვა რომელიმე სატელეკომუნიკაციო საშუალებით, რომელიც ადასტურებს მის გადაცემას.
2. შეტყობინება ან კომუნიკაცია ჩაითვლება იმ დღეს ჩაბარებულად, როდესაც მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა მიიღო ის ან იმ დღეს, როდესაც უნდა მიეღო ის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. შეტყობინებები და კომუნიკაციები შეიძლება გადაცემულ იქნეს მხარის წარმომადგენლის მისამართზე, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარე საარბიტრაჟო ცენტრს ან სამდივნოს მიაწვდის ინფორმაციას კონკრეტულ საარბიტრაჟო დავაზე ან საარბიტრაჟო განხილვაზე მისი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) შესახებ.
4. სამდივნოს უნდა გაეგზავნოს საარბიტრაჟო განაცხადი მატერიალური ფორმით იმდენ ასლად, რამდენიც აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საარბიტრაჟო ტრიბუნალის თითოეული წევრი, თითოეული მხარე და თავად სამდივნო. საარბიტრაჟო პროცესის დაწყების შემდეგ მხარეების ყველა შეტყობინება, დოკუმენტი და კომუნიაცია ეგზავნება სამდივნოს მატერიალური ფორმით იმდენ ასლად, რამდენიც აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საარბიტრაჟო ტრიბუნალის თითოეული წევრი, თითოეული მხარე და თავად სამდივნო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები და საარბიტრაჟო ტრიბუნალი შეთანხმდნენ, რომ ყველა ზემოთ აღნიშნული ინფომაციის წარმოდგენა განხორციელდეს პირდაპირ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, იმ პირობით, რომ მხარეთა წერილობითი პოზიციები წარმოდგენილი იქნება მატერიალური ფორმითაც.
5. სამდივნოს უნდა გაეგზავნოს ყველა შეტყობინების, დოკუმენტის და კომუნიკაციის ასლ