1. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (შემდგომ − „საარბიტრაჟო ცენტრი“) არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის (შემდგომ − „პალატა“) მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც არ არის მოგებაზე ორიენტირებული. საარბიტრაჟო ცენტრი რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით და თავის ფუნქციებს ასრულებს პალატისგან დამოუკიდებლად.

2. საარბიტრაჟო ცენტრს ჰყავს გამგეობა, სამდივნო და საარბიტრაჟო საბჭო. საარბიტრაჟო ცენტრის ორგანოთა სტრუქტურა, ფუნქციები და უფლებამოსილებანი განსაზღვრულია საარბიტრაჟო ცენტრის წესდებით[1]

.

3. საარბიტრაჟო ცენტრი საარბიტრაჟო დავებს თავად არ წყვეტს. საარბიტრაჟო ცენტრის ფუნქციაა, ადმინისტრირება გაუწიოს საერთაშორისო და ადგილობრივ საარბიტრაჟო განხილვებს ამ საარბიტრაჟო წესების (შემდგომ − „წესები“), საარბიტრაჟო ცენტრის სხვა წესების ან კონკრეტულ საარბიტრაჟო დავაზე მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა რომელიმე პროცედურის ან წესების შესაბამისად. საარბიტრაჟო ცენტრი ხელს უწყობს საარბიტრაჟო ტრიბუნალს ფუნქციების შესრულებაში წესების, საარბიტრაჟო ცენტრის სხვა წესების ან კონკრეტულ საარბიტრაჟო დავაზე მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა რომელიმე პროცედურის ან წესების შესაბამისად. საარბიტრაჟო დავების გადაწყვეტას ახორციელებს საარბიტრაჟო ტრიბუნალი, რომელიც შექმნილია ყოველ კონკრეტულ დავაზ