1. წინამდებარე კონვენციის შესწორებები შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი მხარის მიერ.

2. წინამდებარე კონვენციის შესწორებები მიღებული იქნება მხარეთა კონფერენციის შეხვედრაზე. ნებისმიერი განზრახული შესწორების ტექსტი სამდივნომ უნდა მიაწოდოს მხარეებს სულ ცოტა 6 (ექვსი) თვით ადრე იმ შეხვედრამდე, რომელზეც განზრახულია მისი მიღება. სამდივნომ ასევე უნდა მიაწოდოს შესწორების პროექტი წინამდებარე კონვენციის ხელმომწერებს და, ინფორმაციისთვის, დეპოზიტარს.

3. მხარეები ყოველმხრივ ეცდებიან, რომ მიაღწიონ შეთანხმებას კონსენსუსით წინამდებარე კონვენციის ნებისმიერ განზრახულ შესწორებაზე. თუ კონსენსუსის მიღწევის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდება და შეთანხმება ვერ მიიღწევა, შესწორება მიიღება, როგორც უკანასკნელი საშუალებით, შეხვედრაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეების ხმების სამი მეოთხედის უმრავლესობით.

4. მიღებულ შესწორებას დეპოზიტარი გაუგზავნის ყველა მხარეს რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცებისთვის.

5. შესწორების რატიფიცირება, მიღება ან დამტკიცება წერილობით ეცნობება დეპოზიტარს. იმ მხარეებისთვის, რომლებმაც განაცხადეს თანხმობა მე-3 პუნქტის მიხედვით მიღებული შესწორების შესრულებაზე, ეს შესწორება ძალაში შევა რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების აქტების დეპონირების თარიღიდან მეცხრამეტე დღეს, იმ მხარეების სულ ცოტა სამი მეოთხედის მიერ, რომლებიც იყვნენ კონვენციის მხარეები შესწორების მიღების დროს. ამის შემდეგ ნებისმიერი სხვა მხარისთვის შესწორება ძალში შევა ამ მხარის მიერ მისი რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების აქტის დეპონირების თარიღიდან მეცხრამეტე დღე